სიახლეები

სფფ-ის ხელმძღვანელები სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოს ესტუმრნენ 

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ბავშვთა და რეგიონული ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან გოჩა თამაზაშვილთან ერთად, დასაველთ საქართველოს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად კახა ჭუმბურიძემ სამეგრელოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა და მიმდინარეობას ადგილზე პირადად გაეცნო.

ვიზიტი გურიაში გაგრძელდა, სადაც ფედერაციის წარმომადგენლებმა გვიმბალაურში მშენებარე სფფ-ის აკადემია დაათვალიერეს. მშენებარე აკადემიაში საკრებულოს თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის გამგებელიც იყვნენ, რომლებმაც ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტისგან რეგიონში დაგეგმილი პროექტებისა და სამომავლო აქტივობების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

დასავლეთ საქართველოს ტური ბათუმის სტადიონის მონახულებით დასრულდა, სადაც სამშენებლო სამუშაოები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, რათა 2020 წელს ზღვისპირა ქალაქში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 20 000 მაყურებელზე გათვლილი, საფეხბურთო სტადიონი ჰქონდეს.