სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობა 2019 წლის 15 თებერვალს ჩატარდება

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 29-ე საარჩევნო ყრილობა 2019 წლის, 15 თებერვალს ჩატარდება ყრილობის დღის წესრიგთან დაკავშირებული შემოთავაზების წარდგენა სფფ-ის წევრებს ყრილობის თარიღამდე სულ მცირე 30 დღით ადრე, (15 იანვრის ჩათვლით) წერილობითი ფორმით შეუძლიათ.

ამასთან, სფფ-იდ საპრეზიდენტო კანდიდატების, აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატთა და დელეგატთა წარდგენის ბოლო ვადა 21 იანვარია.

სფფ-ის პრეზიდენტობაზე კანდიდატურების წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ სფფ-ის წევრებს. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა უნდა მოხდეს სფფ-ის 3 წევრის მიერ.

კანდიდატი შეიძლება იყოს 24-დან 70 წლამდე პიროვნება,რომელსაც უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება. ის უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, აქტიურად ჩართული საფეხბურთო საქმიანობაში და არ უნდა იყოს ნასამართლევი. მან წერილობითი ფორმით უნდა დაადასტუროს, რომ აღიარებს სფფ-ს, ფიფას და უეფას წესდებებს, დებულებებსა და გადაწყვეტილებებს და წარმოადგინოს სამოქმედო პროგრამა.