სიახლეები

საქართველოს თასის პირველი ეტაპის წილისყრა

საქართველოს თასი
გაუზიარე

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2019 წლის გათამაშების პირველი ეტაპის წილისყრა.

პირველ ეტაპზე მონაწილებას მიიღებს რეგიონული ლიგის 52 გუნდი. წილისყრა გაიმართა გეოგრაფიული პრინციპის გათვალისწინებით 5 ეტაპად: პირველ ეტაპზე აჭარის და იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციების მიერ ორგანიზებული ლიგების წარმომადგენელი 21 გუნდი ბრმა წილისყრით გადანაწილდა 7 სამგუნდა ჯგუფში; წილისყრის მეორე ეტაპზე აღმოსავლეთ საქართველოს 22 გუნდი ასევე ბრმა წილისყრით გადანაწილდა 7 სამგუნდა ჯგუფში, ხოლო ბოლოს კენტად დარჩენილმა გორის ლეგიონმა ავტომატურად მოიპოვა საქართველოს თასის მომდევნო ეტაპის საგზური. წილისყრის მესამე და მეოთხე ეტაპებზე ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამ-სამი გუნდი გეოგრაფიული პრინციპით გადანაწილდა ორ ჯგუფში; წილისყრის მეხუთე ეტაპზე კი, კახეთის ორი გუნდი და საგარეჯოს სტადიონზე მოთამაშე ცხინვალის ლიახვი ასევე გეორგაფიული პრინციპის დაცვით გადანაწილდა კიდევ ერთ ჯგუფში.

თითოეულ ჯგუფში მატჩები ჩატარდება ერთ წრედ: პირველ ნომრად ამოსული გუნდი შინ ეთამაშება მეორე ნომერს, გასვლით მატჩს გამართავს მესამე ნომერთან, ამ მატჩებს შორის კი მეორე ნომერი უმასპინძლებს მესამე ნომერს.

თასის გათამაშება სტარტს 11 მარტს აიღებს.

1 ჯგუფი: სქური, კორცხელი, იმერეთი-2

2 ჯგუფი: სამგურალი-2, მეტა, მაჭახელა

3 ჯგუფი: ჩხერიმელა, ივერია, მარგვეთი 2006

4 ჯგუფი: მერცხალი, დინამო-2 ბთ, საირმე

5 ჯგუფი: რაჭა, ზესტაფონი, ტორპედო-2

6 ჯგუფი: სალხინო, ხიხანი, ზანა

7 ჯგუფი: სულორი, ბახმარო-2, ჩიბათი

8 ჯგუფი: საქართველოს უნივერსიტეტი, ცხინვალი-2, გლდანი

9 ჯგუფი: გაგრა-2, დიდუბე 2014, კოლხა

10 ჯგუფი: დინამო სხ, დერბი, მერანი-2

11 ჯგუფი: გიფა, მარკ სტარსი, 35-ე სკოლა

12 ჯგუფი: ცხუმი, ევროპა, იბერია 2010

13 ჯგუფი: კოლხი, დომინანტი, ლიახვი აჩ

14 ჯგუფი: თბილისი, თბილისი 2016, ვიტ ჯორჯია-2

15 ჯგუფი: გარდაბანი, რუსთავი-2, სართი

16 ჯგუფი: მესხეთი, აბული, თორი

17 ჯგუფი: ლიახვი ცხ, ალაზანი, ჰერეთი

ამ ეტაპიდან გასულ 18 გუნდს თასის მეორე ეტაპზე ლიგა 4-ის 10 გუნდი შეუერთდება.