სიახლეები

დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების 'A' ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდული გაიმართება

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

5 მარტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების „A“ ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდული იწყება.

სასწავლო პროცესს, რომელოც სამი დღე გაგრძელდება, "დავით პეტრიაშვილი არენა" უმასპინძლებს. ამ ეტაპზე კურსზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება.

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციის სტანდარტების შესაბამისად სწავლება როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას მოიცავს. 

სფფ წარმატებას უსურვებს კურსის თითოეულ მონაწილეს.