სიახლეები

საქართველო - შვეიცარია | ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა დაიწყო!

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩისთვის, საქართველო - შვეიცარია, ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა 9 მარტიდან დაიწყო.

გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, ბმულზე შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

საქართველო - შვეიცარიის მატჩის ბილეთების ფიზიკური გაყიდვა „დინამო არენას“ სალაროებში, მოგვიანებით, 16 მარტს დაიწყება.

საქართველოსა და შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 23 მარტს, 18:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.

გულშემატკივართა საყურადღებოდ: ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრების ყველა ბილეთზე მითითებულია კონკრეტული შესასვლელი. გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული კარი.