სიახლეები

16-წლამდელებმა აზერბაიჯანი დაამარცხეს

ნაკრები U16
გაუზიარე

მაკედონიაში დაიწყო უეფას განვითარების თასი 16-წლამდე ნაკრებებს შორის. საქართველოს 16-წლამდე ნაკრებისთვის პირველი ტური წარმატებული გამოდგა - გიორგი ჩიტაურის გუნდმა 2:0 დაამარცხა აზერბაიჯანი. გოლები გიორგი აბუაშვილმა და ჯადული იობაშვილმა გაიტანეს.

მეორე ტურში, 24 მარტს, ჩვენი ნაკრები მასპინძელ მაკედონიას დაუპირისპირდება.

მთავარმა მწვრთნელმა აზერბაიჯანელებთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარატიშვილი, აბჟანდაძე, გრიგალაშვილი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, გაგნიძე, ზოსიაშვილი, აბუაშვილი, გვიშიანი, ონიანი, იობაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: ტატიშვილი, სიჭინავა, ო. მამაგეიშვილი, გ. მამაგეიშვილი, კვაშილავა, ამბროსაძე, ვაზაგაშვილი, ღონღაძე.