სიახლეები

საქართველოს თასის წილისყრა 19 აპრილს გაიმართება

საქართველოს თასი
გაუზიარე

19 აპრილს 17:00 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება.

წილისყრაში მონაწილეობას ეროვნული ლიგიდან ხუთი, ეროვნული ლიგა 2-დან შვიდი, ლიგა 3-დან ერთი, ლიგა 4-დან კი, სამი გუნდი მიიღებს.

ტრადიციულად, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალური ეტაპის შედეგები იხილეთ ბმულზე.