სიახლეები

სფფ-ში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის წილისყრა გაიმართა

საქართველოს თასი
გაუზიარე

19 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას ეროვნული ლიგის ხუთი, ეროვნული ლიგა 2-ის  შვიდი, ლიგა 3-ის ერთი და  ლიგა 4-ის სამი გუნდი იღებდა.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: თელავი - ლოკომოტივისამტრედია - საბურთალომერანი მრ - გურიარუსთავი - სიონითბილისი სითი - ზუგიდიდიმერანი თბ - დინამო თბგარეჯი - სპაერიგაგრა - ტორპედო.

დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები 18-19 ივნისს გაიმართება. გათამაშების დეტალური კალენდარი იხილეთ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.