სიახლეები

ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

სფფ
გაუზიარე

პარიზში ფიფას 69-ე კონგრესზე მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელად, ჯანი ინტაფტინო აირჩიეს. ამ პოსტზე ინფანტინო ერთადერთი კანდიდატი იყო. 49 წლის ფეხბურთის სპეციალისტი, ფიფას ახალი ვადით, 2023 წლამდე უხელმძღვანელებს. 

კონგრესს საქართველოს დელეგაცია ესწრებოდა. პარიზში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე პრეზიდენტი ნიკოლოზ ჯღარკავა იმყოფებოდნენ.