სიახლეები

სოფელ ჭრებალოს ახალი საფეხბურთო მოედანი ექნება

გაუზიარე

რაჭაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს ესტუმრა. მან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ბექა ოშხერელთან და სოფელ ჭრებალოს გამგებელთან შალვა სალუქვაძესთან ერთად საფეხბურთო მოედნის მშენებლობა მოინახულა.

კახა ჭუმბურიძის თქმით, აღნიშნული  მოედნის მოწყობა ძალზე მნიშნელოვანია, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით, კი სოფელ ჭრებალოს ბავშვთა გუნდს, რომელიც რეგიონალურ ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას, და ამჟამად სკოლის პატარა, ხელოვნურსაფარიან მოედანზე უწევს ვარჯიში, საშუალებას მისცემს, კეთილმოწყობილ მოედანზე ივარჯიშონ და გამართონ შეჯიბრებები:

„გრძელდება ფეხბურთს ფედერაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროექტი: „საფეხბურთო მოედანი ყველა სოფელში. ამჟამად ვიმყოფებით სოფელ ჭრებალოში, სადაც მშენებარე სტადიონი მოვინახულეთ. ვფიქრობთ, რომ ფეხბურთის ფედერაცია სოფლის გამგეობასთან ერთად სექტემბრის ბოლომდე დაასრულებს მოედნის მოწყობას და ბავშვებს შეეძლებათ აქ ვარჯიში. მოგეხსენებათ, რომ ამ სოფელში ძალიან უყვართ ფეხბურთი, ყავთ 2006-2007 წლიან ბაშვთა საფეხბურთო გუნდი, რომელიც რეგიონალურ ტურნირებშიც იღებს მონაწილეობას და უწევდათ ამ პატარა მოედანზე ვარჯიში. სექტემბრის ბოლომდე კი საშუალება მიეცემათ ახალ ბუნებრივსაფარიან მოედანზე ივარჯიშონ და ითამაშონ ფეხბურთი.“

მოგვიანებით, სტუმრები სოფელ ჭრებალოს სკოლას ესტუმრნენ, სადაც ამჟამად ბავშვთა საფეხბურთ გუნდი ვარჯიშობს და საჩუქრად ბურთები გადასცეს.

სოფელი ჭრებალოს საფეხბურთო მოედანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებითა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შენდება.