სიახლეები

დავით პეტრიაშვილი არენაზე მწვრთნელთა განათლების სემინარები გაიმართა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

7-9 აგვისტოს დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მეორე მოდული გაიმართა. ამ ეტაპზე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე 25 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია და სასწავლო პროცესი 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება. კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მწვრთნელებს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.

5 აგვისტოს დავით პეტრიაშვილი არენაზე ტუტორების გადამზადების სემინარის მეოთხე მოდული გაიმართა. 
სემინარს 12 მონაწილე ესწრებოდა.