სიახლეები

საქართველოს ეროვნული ნაკრები 5 სექტემბერს ამხანაგურ მატჩს გამართავს

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 5 სექტემბერს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი, თურქეთის ქალაქ სტამბოლში კორეის რესპუბლიკის ნაკრებს შეხვდება. ორივე ნაკრებისთვის აღნიშნული ამხანაგური შეხვედრა ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. აზიის ერთერთ საუკეთესო გუნდს ქართველი ფეხბურთელები სტამბოლის ბაშაქშეჰირის სტადიონზე დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრები კორეის რესპუბლიკის ნაკრებთან შესახვედრად 2 სექტემბერს სტამბოლში დაიწყებს საწვრთნელ შეკრებას. კორეასთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, ჩვენი გუნდი თბილისში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს გამართავს. 8 სექტემბერს ვლადიმირ ვაისის გუნდი დინამო არენაზე დანიას დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კორეის რესპუბლიკისა და დანიის ნაკრებთა წინააღმდეგ მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოესი მატჩების განრიგი:

5 სექტემბერი 16:30 (თბილისის დროით 17:30)
კორეის რესპუბლიკა - საქართველო
სტამბოლი, ბაშაქშეჰირის სტადიონი

8 სექტემბერი 20:00
საქართველო-დანია
თბილისი, დინამო არენა