სიახლეები

17-წლამდელებმა ნორვეგია დაამარცხეს

ნაკრები U17
გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მეორე მატჩი ჩაატარა პოლონეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირ სირენკას თასზე და 1:0 დაამარცხა ნორვეგია.

ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლი 44-ე წუთზე გიორგი გვიშიანმა გაიტანა.

მომდევნო მატჩს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 10 სექტემბერს, რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიტაურმა ნორვეგიელებთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა:

ხარატიშვილი, ხვადაგიანი, ო. მამაგეიშვილი, გაგნიძე, გ. მამაგეიშვილი, გვიშიანი, ავალიანი, აბჟანდაძე, ზოსიაშვილი, უბილავა, თუთაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: აბუაშვილი, დუნდუა, სიჭინავა.