სიახლეები

ქალთა ნაკრები | საქართველო 0:2 დანია

ქალთა ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში დანიას დაუპირისპირდა. 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორთან მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე შედგა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულთა გუნდიდან გოლები იენსენ გეილმა და ნიკოლინ ჰაუგარდმა გაიტანეს.

საქართველო 0:2 დანია

თბილისი, მიხეილ მესხი 2

საქართველო: გაბუნია, პასიკაშვილი, კალნდაძე, მატვეევა (72' მ. დანელია), ჭიჭნაძე (61' ჩემინავა), ჭყონია (80' ნ. დანელია), ტატუაშვილი, სუთიძე, ბაქრაძე, თოდაძე, რაუხი

სათადარიგო შემადგენლობა: სუხაშვილი, ნადირაშვილი, ქადაგიშვილი, აკობიძე, წოწერია, ხაბურზანია, სხირტლაძე, ბოლქვაძე

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

დანია: აბელი, სავეცკე, კრისტიანსენი (76' მადსენი), ტროელსგაარდი, ნადიმი, ჰარდერი, ს. ლარსენი (76' ანდერსენი), იუნგე, პედერსენი, მ. იენსენი (46' სორენსენი), სვავა

სათადარიგო შემადგენლობა: კ. ლარსენი, სნერლე, ი. იენსენი, ჰოლმგაარდი

მთავარი მწვრთნელი: ლარს სუნდერგაარდი

მსაჯები: რეელიკა ტური (ესტონეთი), კაროლინ კაიოვა (ესტონეთი), ანი რაჰულა (ესტონეთი), ნადეზდა პოლკოვნიკოვა (ესტონეთი)

გოლები: 0:1 გეილი (14), 0:2 ჰაუგარდი (58)

საკვალიფიკაციო ეტაპის ბ ჯგუფის მეორე შეხვედრაში იტალია ბოსნია-ჰერცეგოვინას ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს, სტუმრად იტალიის წინააღმდეგ გამართავს.