სიახლეები

19-წლამდელები ჯგუფს ლიდერობენ

ნაკრები U19
გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მეორე მატჩი ჩაატარა ევროშესარჩევ ჯგუფში და მეორე გამარჯვება მოიპოვა. რამაზ სვანაძის გუნდი 6 ქულით ლიდერობს ჯგუფს და ელიტ-რაუნდში გასვლის შესანიშნავი შანსი აქვს.

უნგრეთთან 4:2 მოგების შემდეგ ჩვენმა გუნდმა ყაზახეთსაც აჯობა - 3:1. მატჩის გმირი გიორგი იაკობიძე გამოდგა, რომელმაც დუბლი შეასრულა. ერთი გოლი კი ზურიკო დავითაშვილმა პენალტით გაიტანა.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს ბოლო შეხვედრა ხორვატიასთან დარჩა.

კუტალაძე, კაპანაძე (აწყურელი 85), გელაშვილი, ჯანგიძე, კალანდაძე, გულიაშვილი, მექვაბიშვილი (გაგნიძე 79), დავითაშვილი, აზაროვი (ჭავჭანიძე 85), იაკობიძე (გაგუა 79), მოისწრაფიშვილი (მესიაჩენკო 61).