სიახლეები

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სტუმრად პოლონეთი დაამარცხა

ფუტსალის ნაკრები
გაუზიარე

ფუტსალის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდის პირველი ჯგუფის შეხვედრებს პოლონეთი მასპინძლობს. 24 ოქტომბერს, ქალაქ ზელონა გორაში ორი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა უშუალო კონკურენტი და მეინ რაუნდის მასპინძელი პოლონეთი დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. ჩვენი გუნდიდან თალესი დუბლის ავტორი გახდა, ერთი გოლი კი ფუმასამ გაიტანა.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ესპანეთმა ფინეთს 4:1 მოუგო.

პოლონეთი - საქართველო 2:3

პოლონეთი: ნავრატი, ზასტავნიკი, ლუტეცკი, პიეტრუჟკო, კრიცელი

სათადარიგო შემადგენლობა: კალუზა, კუბიკი, სპიშალსკი, ლისოვსკი, გლაძაკი, ლოპუჩი, სოლეცკი, ლესზაკი, მარეკი

მთავარი მწვრთნელი: ბლაზეი კორზინსკი

საქართველო: კუპატაძე, რონინიო, თალესი, სებისკვერაძე, ფუმასა

სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, გიორგაია, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, ჭუმბურიძე, კურტანიძე, ნიყვაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

მსაჯები: იოსიპ ბარტონი (ჩრდილოეთ მაკედონია), ფარიკ კეცო (ბოსნია-ჰერცეგოვინა), სედრიკ ფელისიერი (საფრანგეთი)

გაფრთხილება: 14:17' კრიზელი, 25:47' თოფურია

გოლები: 0:1 თალესი (8:12) 1:1 ლოპუჩი (11:56), 2:1 ზასტავნიკი (პ) (15:30), 2:2 ფუმასა (21:50) 2:3 თალესი (პ) (23:00)

მეორე ტურის მატჩები 25 ოქტომბერს გაიმართება:

19:00 საქართველო - ესპანეთი

20:00 პოლონეთი - ფინეთი