სიახლეები

დავით პეტრიაშვილი არენაზე Pro ლიცენზიის მე-11 მოდული იმართება

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის მეთერთმეტე მოდულის სამდღიანი სემინარი იმართება. ამ მოდულის ერთ-ერთი მთავარი თემა ლიდერობაა. სემინარი ასევე მოიცავს ფეხბურთის ფსიქოლოგიისა და მედიცინის საკითხებს.

სემინარს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ოლეგ პროტასოვი და უეფას მოწვეული ექსპერტი გენადი სკურტული უძღვებიან.

სასწავლო პროგრამა სულ 12 მოდულისგან შედგება. საქართველოში Pro ლიცენზიის სენინარი 2018 წლის თებერვალში დაიწყო და 2019 წლის დეკემბერში დასრულდება. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში საფეხბურთო სპეციალისტებს უმაღლესი კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია გადაეცემათ. პროექტი ფეხბურთი ფედერაციის ორგანიზებით და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.