სიახლეები

საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციასთან მემორანდუმი გაფორმდება

სფფ
გაუზიარე

5 ნოემბერს 13:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდება. 

ხელშეკრულების ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი საფეხბურთო PES 2020-ში. ტურნირი 21 ნოემბერიდან 21 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა ქალაქს მოივლის, ფინალური შეხვედრა კი, თბილისში გაიმართება. საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული ორი მოთამაშე კი, ქვეყანას კიბერ ევრო 2020-ზე წარმოადგენს.

​საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მემორანდუმს ხელს გენერალური მდივანი, დავით მუჯირი მოაწერს, კომპიუტერული სპორტის ფედერაციიდან კი, პრეზიდენტი, დავით ჩოგოვაძე.