სიახლეები

საქართველოში PES 2020-ის ჩემპიონატი ჩატარდება

სფფ
გაუზიარე

5 ნოემბერს ვაკის მედიათეკაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ჩოგოვაძემ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს. 

ხელშეკრულების ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი PES 2020-ში. ტურნირი 24 ნოემბერიდან საქართველოს ხუთ ქალაქს მოივლის, ფინალური შეხვედრა კი,  22 დეკემბერს თბილისში გაიმართება. საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული ორი მოთამაშე კი, ქვეყანას კიბერ ევრო 2020-ზე წარმოადგენს.

ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლია 16 წელს გადაცილებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს. მსურველებმა რეგისტრაციისთვის გამოიყენეთ ბმული.

PES 2020-ის საქართველოს ჩემპიონატის განრიგი:

ოზურგეთი -  24 ნოემბერი
ბათუმი -  30 ნოემბერი
ზუგდიდი - 7 დეკემბერი
ქუთაისი  - 8 დეკემბერი
რუსთავი - 14 დეკემბერი
თბილისი - 20,21 დეკემბერი
ფინალი - 22 დეკემბერი (თბილისი)