სიახლეები

B და A ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის Refresh კურსზე რეგისტრაციის ვადა იწურება

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა ტექნიკური დეპარტამენტი უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის Refresh კურს გეგმავს.

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მწვრთნელებს გთხოვთ დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე მიმდინარე წლის 20 ნოემბრამდე. უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის Refresh კურსი მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს გაიმართება, A ლიცენზიის კი, 5-6 დეკემბერს.

უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიების Refresh კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა მწვრთნელს, რომლის ლიცენზიას ვადა გაუვიდა ან მოქმედების ვადა 2019 წლის ბოლომდე ეწურება. 

დამატებით ინფორმაციას კანდიდატები რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.