სიახლეები

ახალგაზრდული ნაკრები საფრანგეთშია

ნაკრები U21
გაუზიარე

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გერმანიაში მომზადების შემდეგ საფრანგეთში ჩავიდა და ქალაქ ნანსიში დაბინავდა. სწორედ აქ გაიმართება ხვალ ევროშესარჩევი მატჩი საფრანგეთის წინააღმდეგ. შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.

ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ჩაატარა. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს სამი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს მოპოვებული.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი);

მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ნიკა მალი (საბურთალო), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო);

ნახევარმცველები: იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), გიორგი კუცია (დილა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ჩიხურა);

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი).