სიახლეები

18-წლამდელებმა ფინეთი დაამარცხეს

ნაკრები U18
გაუზიარე

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ მატჩში ფინეთს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, გიორგი მიქაძის გუნდმა ბოლოსკენ მაინც შეძლო მეტოქის გატეხვა. 87-ე წუთზე მორჩილაძის გატანილ პენალტს მალე ფაჩულიას ზუსტი დარტყმულიც მოჰყვა.

ხარშილაძე, კვარაცხელია, ერაძე, ტეფნაძე, მამაცაშვილი, ბენდიანიშვილი, დევდარიანი, მორჩილაძე, ლომინაძე, ომარაშვილი, ზურაბიანი.

შეცვლაზე შევიდნენ: მაისურაძე, ლატარია, მირზიკაშვილი, ხუციშვილი, ოსიყმაშვილი, ფაჩულია, კონიაშვილი.

გუნდები მეორე ამხანაგურ მატჩს 19 ნოემბერს "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე ჩაატარებენ.