სიახლეები

17-წლამდელები ელიტ-რაუნდში გავიდნენ

ნაკრები U17
გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. გიორგი ჩიტაურის გუნდს ბოლო ტურში ფრეც აძლევდა ხელს ალბანეთთან მატჩში და შეხვედრა 0:0 დასრულდა.

უპირატესობის მიუხედავად ქართველებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს, თუმცა არც გაუშვეს და საჭირო ქულა მოიპოვეს.

ხარატიშვილი, ზოსიაშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, გ. მამაგეიშვილი, გვიშიანი, გაგნიძე, აბუაშვილი, ო. მამაგეიშვილი, უბილავა.

შეცვლაზე შევიდნენ: სალუქვაძე, თურაზაშვილი.

უგოლოდ, 0:0 დასრულდა ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩიც: პორტუგალია - უკრაინა.