სიახლეები

მწვრთნელთა განათლების სემინარები დავით პეტრიაშვილი არენაზე

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით ნოემბერში მწვრთნელთა განათლების ორი სემინარი გაიმართა.

18-დან 20 ნოემბრის ჩათვლით დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის ახალი კურსის პირველი მოდულის სემინარი გაიმართა. ახალ კურსზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსზე სწავლება როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში სასწავლო კურსის მონაწილეებს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიცენზია გადაეცემათ.

21-დან 23 ნოემბრის ჩათვლით კი, დავით პეტრიაშვილი არენამ უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის B ლიცეზნიის მეოთხე მოდულს უმასპინძლა. აღნიშნული მოდულის ფარგლებში სასწავლო კურსის მონაწილე მწვრთნელებმა შეტევის შესახებ იმსჯელეს. ამ საკითზე თეორიული და პრაქტიკული სემინარები უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა დუშან მატიჩმა და მიჩო მარტიჩმა ჩაატარეს.