სიახლეები

ნიონში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა

სფფ
გაუზიარე

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამართულ სხდომაზე, უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიიღო მონაწილეობა. ლევან კობიაშვილმა შეკრებილებს უეფას ფეხბურთის კომიტეტის შემაჯამებელი ანგარიში გააცნო.

უეფას აღმასკომის სხდომაზე სხვადასხვა აქტუალური თემა განიხილეს, მათ შორის: 2022 წლის ფიფას მსოფლიო თასის ევროპის ზონის საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატი და პლეიოფი. 2020/21 უეფას ერთა ლიგის გათამაშების ფორმატი და აგრეთვე ფუტსალის, ქალთა ფეხბურთისა და სამსაჯო საკითხები.

უეფას გადაწყვეტილებით, ქალთა ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება, რაც გულისხმობს გაზრდილ შანსს ქვეყნებისთვის და ახალი კლუბების მონაწილეობას ჯგუფური ეტაპის გათამაშებაზე. 

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მომდევნო სხდომა 2020 წლის 2 მარტს ამსტერდამში შედგება,  3 მარტს კი ჰოლანდიის დედაქალაქში უეფას რიგით 44-ე კონგრესი ჩატარდება.