სიახლეები

MASTER LEAGUE-ის დაჯილდოება იოტა ჰოტელში

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

7 დეკემბერს სასტუმრო იოტა ჰოტელის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა MASTER LEAGUE-ის დაჯილდოების ცერემონიალი. დაჯილდოვდნენ როგორც თბილისის MASTER LEAGUE-ს პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები  და თბილისის MASTER LEAGUE-ს  ნომინანტები, ასევე  გამოვლიდნენ საქართველოს MASTER CUP-ის 2019 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშეები.   

თბილისის მასტერ ლიგაში პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდა:

საუკეთესო მეკარე: დავით ღლონტი (SSPS)
საუკეთესო მცველი: ილია კანდელაკი (კრწანისი)
საუკეთესო ნახევარმცველი: ლაშა ხომასურიძე (SSPS)
უნივერსალი: ალექსანდრე იაშვილი (გრასრუტი)
საუკეთესო თავდამსხმელი/ბომბარდირი: კახა კალაძე (თბ.მერია)
საუკეთესო ფეხბურთელი: ჯეჯო ჯალიაშვილი (SSPS)

საქართველოს მასტერ ლიგის თასზე პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდა:

საუკეთესო მეკარე: ვატო ლობჟანიძე (თბ.მერია)
საუკეთესო მცველი: გივი კვარაცხელია (თბ.მერია)
საუკეთესო ნახევარმცველი: თემურ ტყეშელაშვილი (ქუთაისის კახიანოური)
უნივერსალი: ლაშა კუხიანიძე (ქუთაისის კახიანოური)
საუკეთესო თავდამსხმელი/ბომბარდირი: გიორგი დემეტრაძე (თბ.მერია)
საუკეთესო ფეხბურთელი: ილია გადელია (თბ.მერია)

პროექტი უპრეცენტო ხასიათის იყო, ვინაიდან მიმდინარეობდა უკლებლივ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა მთელი ქვეყნის მაშტაბით 260 გუნდი და 5000-ზე მეტი ფეხბურთელი.

? ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: "მასტერ ლიგა შეურთდა იმ პროექტების რიგს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და  სამოყვარულო ფეხბურთი კიდევ უფრო გააძლიერა. ფეხბურთში თითოეული ადამიანის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ თუ ჩვენს ქვეყანაში სპორტის ეს სახეობა წარმატებული იქნება ეს პირველ რიგში იმ ადამიანების წარმატება იქნება, რომლებიც სამოყვარულო ტურნირებში იღებენ მონაწილეობას.

მასტერ ლიგამ ბევრ ადამიანს მისცა საშუალება, რომ ფეხბურთით დაკავებულიყო. მიხარია, რომ ეს პროექტი ასე წარმატებულად მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველ სეზონში 260-მდე გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რაც ძალიან კარგი შედეგია. მადლობას ვუხდი ყველას, როგორ მონაწილეებს, ასევე ტურნირის ორგანიზატორებს და პარტნიორებს."

MASTER LEAGUE სტარტი აიღო 2019 წლის 7 მაისს, მიმდინარეობდა 7 თვის განმავლობაში და ფინალური ეტაპი გაიმართა 2019 წლის 14-15 ნოემბერს კაჭრეთის ამბასადორში, სადაც ფინალურ მატჩში თბილისის მერიამ 3:1 დაამარცხა  ქუთაისის კახიანოური  და გახდა საქართველოს MASTER CUP-ის პირველი გამარჯვებული.

MASTER LEAGUE-ს ორგანიზებას  უწევს  საქართველოს 7X7 ფეხბურთის ასოციაცია,  პროექტის ფინანსური პარტნიორები არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და თბილისის მერია.

პროექტის მხარდამჭერები არიან ლუდი ესტრელა, ჯეო ნატურა, ეფლ სითი, სასტუმროები: ამბასადორი კაჭრეთი და იოტა ჰოტელი.