სიახლეები

B და A ლიცენზიების მფლობელი მწვრთნელებისთვის Refresh კურსი გაიმართა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიების მფლობელი მწვრთნელებისთვის Refresh კურსი გაიმართა.

3-4 დეკემბერს დავით პეტრიაშვილი არენამ B ლიცენზიის მფლობელ მწვრთნელებს უმასპინძლა, 5-6 დეკემბერს კი, საგანმანათლებლო პროგრამაში A ლიცენზიის მფლობელები ჩაერთნენ. კურსის მონაწილე მწვრთნელებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე შეხვდნენ. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა კურსანტებს სიტყვით მიმართეს, თანამედროვე ფეხბურთში განათლებული მწვრთნელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.

საბოლოო ჯამში Refresh კურსი 86-მა B ლიცენზიის მფლობელმა მწვრთნელმა და 30-მა A ლიცენზიის მფლობელმა გაიარა. მათ კუთვნილი ლიცენზია 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაიხანგძლივეს.