სიახლეები

სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

გაუზიარე

23 დეკემბერს, დავით პეტრიაშვილი არენაზე საქართველოს მოყვარულ ფეხბურთელთა ასოციაციის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. საზეიმო საღამოზე უკვე დასრულებული სეზონის გამორჩეულ მოთამაშეებს სიმბოლური პრიზები გადასცეს. ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, ალექსანდრე იაშვილთან და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტთან, ბერდია ჯიბლაძესთან ერთად მუნიციპალიტეტების და უნივერსიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ.

2019 წლის სეზონის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:

თბილისის პირველი ლიგა:

ბომბარდირი: ნიკა ბარბაქაძე (იბერია, 28 გოლი)
მწვრთნელი: ლევან ყურაშვილი (მიმინო)
საუკეთესო მეკარე: მირზა მერლანი (შევარდენი 2019)
საუკეთესო მცველი: ლევან წამალაშვილი (ვაკე)
საუკეთესო ნახევარმცველი: ოთარ ხუციშვილი (მიმინო)
საუკეთესო ფეხბურთელი: ოთარ ხუციშვილი (მიმინო)

თბილისის პირველი ლიგის სიმბოლური ნაკრები:

მირზა მერლანი (შევარდენი 2019)
ლევან წამალაშვილი (ვაკე)
გიორგი მოდებაძე (ბასა)
ირაკლი ოკუჯავა (ტიფლისი)
გიორგი მერებაშვილი (უქიმერიონ 1960)
ოთარ ხუციშვილი (მიმინო)
ზურაბ მენთეშაშვილი (შევარდენი 2019)
ზურაბ ბასილაშვილი (ტიფლისი)
ამბიანა ბერტრანდ (მეთოფეები)
ირაკლი ლეფსაია (სსგ აფხაზეთი)
ნიკა ბარბაქაძე (იბერია)

​მწვრთნელი: ლევან ყურაშვილი (მიმინო)

თბილისის უმაღლესი ლიგა:

ბომბარდირი: გიორგი ნათიძე (უქიმერიონი, 19 გოლი) 
საუკეთესო მწვრთნელი: გიორგი რუსიძე (უქიმერიონი)
საუკეთესო მეკარე: ბაკურ საჯაია (ნახალოვკა)
საუკეთესო მცველი: შოთა ფარულავა (უქიმერიონი)
საუკეთესო ნახევარმცველი: გიორგი ბერიშვილი (უქიმერიონი)
საუკეთესო ფეხბურთელი: გიორგი ბერიშვილი (უქიმერიონი)

თბილისის უმაღლესი ლიგის სიმბოლური ნაკრები:

ბაკურ საჯაია (ნახალოვკა)
მიხეილ კორსანტია (ნახალოვკა)
შოთა ფარულავა (უქიმერიონი)
გეგი გარუჩავა (კვარტალი)
ირაკლი არველაძე (ნახალოვკა)
ნიკოლოზ ჯღარკავა (კვარტალი)
ალექსი ხვთისავრიშვილი (უქიმერიონი)
ზაზა კობახიძე (უქიმერიონი)
გიორგი ბერიშვილი (უქიმერიონი)
ლაშა მანწკავა (კვარტალი)
გიორგი ნათიძე (უქიმერიონი)

მწვრთნელი: გიორგი რუსიძე (უქიმერიონი)

მოყვარულთა თასი 2019 ფინალური ეტაპი:

გულშემატკივრის რჩეული (ჯომას ვაუჩერით): აკაკი აბულაძე (ბაში)
ბომბარდირი (ჯომას ვაუჩერით): დაჩი კოსტავა (წყალტუბო, 8 გოლი)
საუკეთესო მწვრთნელი: გიორგი რუსიძე (უქიმერიონი)
მეკარე (ჯომას ვაუჩერით): ზურაბ ქვაჩახია (უქიმერიონი)
მცველი (სალერის ვაუჩერით): გიორგი ტყებუჩავა (ჭაბონამა)
საუკეთესო ნახევარმცველი (სალერის ვაუჩერით): ალექსი ხვთისავრიშვილი (უქიმერიონი)
საუკეთესო ფეხბურთელი (სალერის ვაუჩერით): ალექსი ხვთისავრიშვილი (უქიმერიონი)

მოყვარულთა თასის სიმბოლური ნაკრები:

ზურაბ ქვაჩახია (უქიმერიონი)
მიხეილ პაპიაშვილი (უქიმერიონი)
ლევან გურჩიანი (უქიმერიონი)
გიორგი ტყებუჩავა (ჭაბონამა)
გიორგი ბერიშვილი (უქიმერიონი)
ცოტნე მონიავა (ოჯალეში)
ზურაბ ჭანტურია (ჭაბონამა)
ალექსი ხვთისავრიშვილი (უქიმერიონი)
გიორგი თევზაძე (წყალტუბო)
დაჩი კოსტავა (წყალტუბო)
გიორგი ფარღალავა (ჭაბონამა)

მწვრთნელი: გიორგი რუსიძე (უქიმერიონი)

ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციამ კიდევ ერთი საერთო პროექტი წარუდგინეს, 2020 წლიდან საქართველოში რეგულარული საუნივერსიტეტო ლიგა გაიმართება. ამასთან ერთად საუბარი ახალი სამოყვარულო კლუბების ჩამოყალიბებას და მათი განვითარების ხელშეწყობას შეეხო.