სიახლეები

სფფ-ის წარმომადგენლები მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ესტუმრნენ

სფფ
გაუზიარე

2019 წლის ბოლო დღეს, 31 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და პირველი-ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ესტუმრნენ. სფფ-ის წარმომადგენლებმა ნეირო მეცნიერების დეპარტამენტის პატარა პაციენტებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.