სიახლეები

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ!

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

18 და 19 იანვარს ბათუმის ახალი სპორტის სასახლეში დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის 2020 წლის გათამაშება განახლებული ფორმატით გაიმართება.

ზამთრის თასის 2020 წლის გათამაშება 18 იანვარს 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირით დაიწყება. 19 იანვარს კი, ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში ლეგენდების ტურნირის ფარგლებში ერთმანეთს მსოფლიო და ქართული ფეხბურთის ვარსკვლავები დაუპირისპირდებიან.

მედიის წარმომადგენლებს ტურნირის გაშუქება სპეციალური აკრედიტაციით შეეძლებათ. გთხოვთ, დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე.

შენიშნა: ფაილის ასატვირთ ველში განათავსეთ აკრედიტაციის მოთხოვნის ოფიციალური წერილი თქვენი მედია- ორგანიზაციისგან. აკრედიტაციის მოთხოვნა 17 იანვრის ჩათვლით შეგიძლიათ. მედია აკრედიტაციები გაიცემა 18 და 19 იანვარს ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში (ლადო ასათიანის #27).