სიახლეები

eEURO 2020 | შესარჩევი ეტაპის წილისყრა ნიონში გაიმართა

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

შვეიცარიის ქალაქ ნიონში საფეხბურთო სიმულატორ PES-ის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად საქართველოს კიბერ-ნაკრები F ჯგუფში კოსოვოს, ჩრდილოეთ ირლანდიის, ბელარუსის, ლიტვისა და ლუქსემბრუგის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

შესარჩევი ეტაპის მატჩები 2020 წლის მარტიდან მაისის ჩათვლით გაიმართება. ტურინირის ფინალური ეტაპი, რომელშიც მონაწილეობას 16 გუნდი მიიღებს, მიმდინარე წლის 9-10 ივლისს ლონდონში გაიმართება.

საქართველოს ნაკრებს ტურნირზე 2 მოთამაშე - გიორგი საკანდელიძე და ალექსანდრე მომოტოვი წარმოადგენს, რომლებმაც PES 2020-ის საქართველოს ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

შეგახსენებთ, რომ კიბერ-ნაკრების დასაკომპლექტებლად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს კომპიუტერულ სპორტის ფედერაციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში 2019 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით PES 2020-ში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატის ფარგლებში შესარჩევი ტურები საქართველოს 7 ქალაქში (ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, თბილისი) ჩატარდა. საბოლოოდ ტურნირში მონაწილეობა 2352 მოთამაშემ მიიღო.