სიახლეები

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტი სფფ-ში

სფფ
გაუზიარე

31 იანვარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის დელეგაციას უმასპინძლა.

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი არმენ მელიკბეკიანი, გენერალურ მდივანთან არტურ აზარიანთან, აღმასკომის წევრთან კარენ შაბოიანთან და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ელჩთან და ვეტერან ფეხბურთელთან ხორენ ოგანესიანთან
ერთად სფფ-ს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. დელეგაციას სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, პირველმა ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, ვიცე პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და ვიცე პრეზიდენტმა აკაკი ალადაშვილმა უმასპინძლეს.

შეხვედრისას ხაზი გაესვა მეზობელი ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებას და თანამშრომლობის განმტკიცების შესაძლებლობას.