სიახლეები

ფუტსალი | საქართველო 6:1 კოსოვო

ფუტსალის ნაკრები
გაუზიარე

საქართველის ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდის F ჯგუფში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. თბილისში გამართულ საკვალიფიკაციო რაუნდის დასკვნით შეხვედრაში, ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქე კოსოვოს ფუტსალის ნაკრები იყო. შეხვედრა საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა და ჩვენმა გუნდმა მეტოქე ანგარიშით - 6:1 დაამარცხა. წინა მატჩის მსგავსად შეხვდრაში ჰეთ-ტრიკი შეასრულა არჩილ სებისკვერაძემ, თითო გოლი კი, სიმი საიოტის, ნიკოლოზ კურტანიძისა და თალეს ფეიტოსას ანგარიშზეა. კოსოვოელთა შემადგენლობიდან პრესტიჟის გოლი 28-ე წუთზე დრილონ მაჰარაიმ გაიტანა.

საქართველო 6:1 კოსოვო  

თბილისი, ოლიმპიური სასახლე

საქართველო: კუპატაძე, რონინიო, სიმი საიოტი, თალესი, სებისკვერაძე

სათადარიგო შემადგენლობა: ჯამბურია, გიორგაია, თოფურია, ჯვარაშვილი, თოდუა, კურტანიძე, ღავთაძე, ჭუმბურიძე

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

კოსოვო: კრასნიჯი, ტოპილა, ქერიმი, მაჰარაი, რუკოვცი

სათადარიგო შემადგენლობა: სალიჰუ, ჰუსენი, დერვიშაი, სელიმი, გინოვცი, კელმენდი

მთავარი მწვრთნელი: რამადან ციმილი

მსაჯები: იოსიპ ბარტონი (ჩრდ. მაკედონია), ადრიან შოპი (შვეიცარია), ვიტალი რაკუცკი (ბელარუსი)

გაფრთხილება: კუპატაძე (30:35), თოდუა (33:21)

გოლები: 1:0 სებისკვერაძე (01:58), 2:0 სიმი საიოტი (07:59), 3:0 სებისკვერაძე (17:30), 4:0 კურტანიძე (25:33), 4:1 მაჰარაი (27:12), 5:1 სებისკვერაძე (28:45), 6:1 თალესი (29:31)

დღესვე, საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდის F ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გერმანია ავსტრიას დაუპირისპირდა და ანგარიშით - 4:3 გაიმარჯვა.

კოსოვოს წინააღმდეგ გამართული შეხვედრით საქართველოს ფუტსალის ნაკრების ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდი დაასრულა. ავთანდილ ასათიანის ჯგუფმა F ჯგუფში სამივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გერმანია,რომელმაც ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, საკვალიფიკაცი ეტაპის პლეიოფში იასპარეზებს.

საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა მიმდინარე წლის 14 მაისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის, 2021 წლის თებერვლიდან სექტემბრის ჩათვლით იბრძოლებს. ფუტსალის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ნიდერლანდებში გაიმართება.