სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის ერთდღიანი სემინარი ლაგოდეხში

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, სფფ-ის ლაგოდეხის ტექნიკურ ცენტრში კახეთის რეგიონში მომუშავე უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის ერთდღიანი სემინარი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 42-მა მწვრთნელმა მიიღო. სემინარის მონაწილეებს საქართველოს ფეხბურთის ფედერციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე შეხვდა და სიტყვით მიმართა. ვიცე-პრეზიდენტმა თანამედროვე ფეხბურთში განათლებული მწვრთნელების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს თავიანთ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

აღნიშნული ფორმით უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მქონე მწვრთნელების სემინარი პირველად გაიმართა. მისი მთავარი მიზანია, რომ ამა თუ იმ რეგიონში დასაქმებულ მწვრთნელებს უახლესი ინფორმაცია მიაწოდოს მწვრთნელთა განათლებაში არსებული სიახლეების შესახებ. სემინარები კახეთის რეგიონის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.