სიახლეები

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ლეგიონერების მატჩებზე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბი თურქეთში ქართველი ლეგიონერების მატჩებზე დასასწრებად იმყოფებოდა. ვლადიმირ ვაისი სამწვრთნელო შტაბის წევრებთან და ფეხბურთიის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტთან, ალექსანდრე იაშვილთან ერთად ანტალიის რეგიონში ჩავიდა.

4-9 თებერვალს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იმ ქართველი ფეხბურთელების მატჩების სანახავად იმყოფებოდა, რომლებიც საწვრთნელ შეკრებას თურქეთში გადიან. ზამთრის შესვენების პერიოდში საკუთარ კლუბებთან ერთად ანტალიის რეგიონში იმყოფებიან ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, დავით ხოჭოლავა, ელგუჯა ლობჯანიძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ლაშა პარუნაშვილი და გია გრიგალავა. მატჩებზე დასწრების გარდა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელს კომუნიკაცია ჰქონდა ქართველ ლეგიონერთა კლუბების სამწვრთნელო შტაბებთან.

თურქეთში ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპს გადის საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი, რომელსაც აგრეთვე სტუმრობდა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

თურქეთში ჩასვლამდე ვლადიმირ ვაისი კვიპროსში ანორთოსისის მატჩს დაესწრო, სადაც ხუთი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა კაჭარავა და ჯანო ანანიძე ირიცხება. თურქეთის შემდეგ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ევროპაში მოთამაშე სხვადასხვა ლეგიონერის მატჩებზე დასწრებას გეგმავს.