სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის მორიგი კურსი გაიხსნა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

11 თებერვალს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის მორიგი კურსი გაიხსნა. სასწავლო პროგრამის დაწყებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე და სფფ-ის ტექნიკური დირექტორი, ზაზა ზამთარაძე დაესწრნენ. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებული სასწავლო პროცესი უსურვეს.

ამ ეტაპზე უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია და სასწავლო პროცესი 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება. კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მწვრთნელებს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.