სიახლეები

სუპერთასი 2020 | დინამო თბილისი - საბურთალო

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

23 თებერვალს 17:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი 2020 წლის საქართველოს სუპერთასის შეხვედრას უმასპინძლებს. ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონი "დინამო" თბილისი და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი თბილისის "საბურთალო" დაუპირისპირდებიან. აქამდე თბილისური კლუბები ერთმანეთს 17-ჯერ დაუპირისპირდნენ, 9 მატჩი დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა, სამი ფრედ, 5 შემთხვევაში კი, საბურთალოელებმა მოიგეს. სუპერთასის ეგიდით კი, "დინამო" და "საბურთალო" ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: 2020 წლის საქართველოს სუპერთასის მატჩზე დასწრების მსურველმა ორგანიზაციებმა ისარგებლეთ შემდეგი ბმულით.

შენიშვნა: ფაილის ასატვირთ ველში, განათავსეთ აკრედიტაციის მოთხოვნის ოფიციალური წერილი თქვენი მედია-ორგანიზაციისგან. აკრედიტაციის მოთხოვნა შესაძლებელია 22 თებერვლის ჩათვლით. აკრედიტაციები გაიცემა მატჩის დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. 

23 თებერვალს, საქართველოს სუპერ თასის მატჩის დღეს, მხოლოდ ერთი დღით, გულშემატკივარს ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩის საქართველო - ბელარუსის ბილეთების შეძენა, დინამო არენას პარალელურად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებშიც შეეძლება. ბილეთების შესახებ დეტალრი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.