სიახლეები

თბილისის საბურთალომ საქართველოს სუპერთასი მოიპოვა!

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

23 თებერვალს მიხეილ მესხი 2-ზე სლავა მეტრეველის სახელობის 2020 წლის საქართველოს სუპერთასის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს თბილისური კლუბები, საქართველოს ჩემპიონი დინამო და საბურთალო დაუპირისპირდნენ. მატჩი საბურთალოელთა უპირატესობით წარიმართა და სტადიონზე შეკრებილმა 3000-მდე გულშემატკივარმა საინტერესო სანახაობა იხილა. საგოლე მომენტები ორივე კართან შეიქმნა, მატჩის ერთადერთი გოლი კი, მე-14 წუთზე გავიდა. პენალტი ზუსტად გიორგი კოხრეიძემ შეასრულა და საკუთარ გუნდს არსებობის განმავლობაში პირველი სუპერთასი მოაგებინა.

სუპერთასის მატჩის დასრულების შემდედ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულ გუნდს კუთვნილი თასი და 50 000 ლარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცეს. 

​დინამო თბილისი 0:1 საბურთალო

თბილისი, მიხეილ მესხი 2

​დინამო თბილისი: კვასხვაძე, ლოჩოშვილი, კობოური, ქარდავა, კუხიანიძე, პაპავა, ორშულა, ბენიო, ბუღრიძე (66' ახვლედიანი), ტრუბოჩკინი (46' იაშვილი), ნინუა (74' კუცია)

სათადარიგო შემადგენლობა: პერალესი, ზარია, მჭედლიძე, ქიმაძე

მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

საბურთალო: ლ. კუპატაძე, ტაბატაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, ლაკვეხელიანი, ალთუნაშვილი (81' ცნობილაძე), ტერა, გოშთელიანი (70' ყენია), ლუმუ, კოხრეიძე (90+5' ჭიჭინაძე), გაბედავა

სათადარიგო შემადგენლობა: დ. კუპატაძე, ქავთარაძე, ბელაევი, გრიგალაშვილი

მთავარი მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, გ. ელიკაშვილი, ქ. გაიპარაშვილი, ი. კვირიკაშვილი, ა. აფციაური, ლ. ვარამიშვილი

გაფრთხილება: 23' ორშულა (დინამო თბილისი), 39' ლაკვეხელიანი (საბურთალო), 65' კაკუბავა (საბურთალო), 81' ალთუნაშვილი (საბურთალო), 87' კუცია (დინამო თბილისი), 90+4' ცნობილაძე (საბურთალო)

​გოლი: 0:1 კოხრეიძე (პენ.) (14)

მიხეილ მესხი 2-ზე გამართული სუპერთასის მატჩით საქართველოში 2020 წლის საფეხბურთო სეზონი დაიწყო. 29 თებერვალს კი, დინამოსა და თელავის მატჩით ეროვნული ლიგა განახლდება. მატჩი თბილისის "დინამო არენაზე" 18:00 საათზე დაიწყება.