სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მეორე მოდული

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური განყოფილების ორგანიზებით „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის, მეორე მოდული გაიმართა.

მოდულის ფარგლებში სასწავლო კურსის მონაწილე მწვრთნელებმა, სხვდასხვა მნიშვნელოვან საფეხბურთო საკითხებთან ერთად, დაცვაში თამაშის ორგანიზების და ფეხბურთის მენეჯმენტის თანამედროვე სტანდარტების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. სასწავლო პროცესი ტრადიციულად თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა.

შეგახსენებთ, რომ უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი განახლებული ფორმატით ტარდება და ის სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. ამ ეტაპზე სასწავლო კურსზე 20 ლიცენზიის მაძიებელი ირიცხება. მსმენელებს სასწავლო პროგრამის შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.