სიახლეები

ირაკლი ლილუაშვილი სფფ-ის საფეხბურთო აკადემიას აღარ უხელმძღვანელებს

აკადემია
გაუზიარე

ირაკლი ლილუაშვილი სფფ-ის საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელად 2015  წლიდან მუშაობდა და 2020 წლის მაისიდან კერძო სექტორში გადაინაცვლა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის ირაკლი ლილუაშვილს სფფ-ის აკადემიის განვითარებისთვის გაწეული შრომისთვის.

? ირაკლი ლილუაშვილი: „როგორც იცით, სფფ-ის საფეხბურთო აკადემიას წლების განმავლობაში ვხელმძღვანელობდი. ახლა კი გადავწყვიტე კერძო სექტორში გადავიდე. მიუხედავად იმისა, რომ ისევ საფეხბურთო სფეროში ვრჩები, ჩემთვის რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. ყველაზე მნიშვნელოვანი და უდიდესი მოტივატორი იყო ის ურთიერთობები, რომელიც აკადემიის ბავშვებთან ჩამომიყალიბდა.

მიხარია, რომ მქონდა საშუალება ვყოფილიყავი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის მონაწილე და შევძელი ჩემი წვლილი შემეტანა საქართველოში ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებაში. კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და აკადემიის თითოეულ აღსაზრდელს და წარმატება ვუსურვო მათ.“