სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, UNFPA-სა და ლოკომოტივს შორის თანამშრომლობა გრძელდება

სფფ
გაუზიარე

26 ივნისს 11 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას,  გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივს“ შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდება. მემორანდუმს ხელს მოაწერეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და თბილისის „ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი.

ორგანიზაციებს შორის პირველი მემორანდუმი 2018 წელს გაფორმდა. სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე მემორანდუმის განახლება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, UNFPA-ს და საფეხბურთო კლუბ „თბილისის ლოკომოტივს“ შორის უკვე მრავალი წელია, არსებობს.

მემორანდუმის თანახმად, ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის „ლოკომოტივის“ ხელშეწყობით, ფეხბურთელები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ UNFPA-ს ისეთ აქტივობებში, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანაწორობის იდეისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. ასევე გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მამაკაცების ჩართულობის გაზრდას კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში.

მისამართი: სასტუმრო "სტამბა" - თბილისი, კოსტავას #14