სიახლეები

ქალთა ლიგა 9 აგვისტოს დაიწყება!

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

10 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის 2020 წლის სეზონის წილისყრა გაიმართა. ახალი სეზონიდან ქალთა ლიგაში მონაწილეობას 15 გუნდი მიიღებს და ის სტარტს 9 აგვისტოს აიღებს. ტურნირს 5 დებიუტანტი ჰყავს, "მცხეთა", "თუშეთი", "კვარტალი", "გერლ ფაუერი" და "დინამო სოხუმი" ქალთა ლიგაში პირველად იასპარეზებენ.

დებიუტანტების გარდა ქალთა ლიგის 2020 წლის სეზონში მონაწილეობას "ლანჩხუთი", "ნიკე", "ნორჩი დინამო", "მართვე", "კოლხეთი ხობი", "გორი იუნაიტედი", "ივერია", "სამეგრელო", "ბათუმი" და "ზარზმა" მიიღებენ. 

​საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგა ერთ წრედ გაიმართება. მატჩები მიმდინარე წლის 9 აგვისტოდან 14 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.

​საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის პირველი ტურის კალენდარი:

9 აგვისტო

​ივერია - მცხეთა
ზარზმა - ნიკე
​დინამო სოხუმი - მართვე
​გორი იუნაიტედი - თუშეთი
​კვარტალი - ნორჩი დინამო
კოლხეთი ხობი - ლანჩხუთი
სამეგრელო - გერლ ფაუერი

2020 წლის სეზონის სრული კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი და მისი ხილვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეგეძლებათ.

​შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სეზონის ქალთა ლიგის გამარჯვებული ქალთა საფეხბურთო კლუბი "ლანჩხუთი" გახდა. ლანჩხუთელები 2020-2021 წლების სეზონზე უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს სახელით იასპარეზებენ.