სიახლეები

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების ერთდღიანი სემინარი გორში 

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

14 ივლისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, გორში შიდა ქართლის რეგიონში მომუშავე უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის ერთდღიანი სემინარი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 40-მა მწვრთნელმა, მათ შორის 4-მა ქალმა მიიღო. 

სემინარის მონაწილეებს სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზაზა ზამთარაძე შეხვდა. ის მათ სამწვრთნელო განათლების სიახლეებზე და აღნიშნული სემინარის მნიშვნელობაზე ესაუბრა და საკუთარ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

აღნიშნული ფორმით უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მქონე მწვრთნელების სემინარი უკვე მეორედ გაიმართა. მისი მთავარი მიზანია, ამა თუ იმ რეგიონში დასაქმებულ მწვრთნელებს უახლესი ინფორმაცია მიაწოდოს მწვრთნელთა განათლებაში არსებული სიახლეების შესახებ. სემინარები შიდა ქართლის რეგიონის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.