სიახლეები

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს განსჯიან

მსაჯები
გაუზიარე

27 აგვისტოს, უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართება. ბაქოში ადგილობრივი "კეშლა" ალბანურ "ლაჩის" დაუპირისპირდება. აღნიშნულ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. საკუთარ კარიერაში ფიფას არბიტრის სტატუსით პირველ მატჩს განსჯის გიორგი კიკაჩეიშვილი. მას ასისტენტობას დავით გაბისონია და დავით ახვლედიანი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, ირაკლი კვირიკაშვილია.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს 12 წლიანი პაუზის შემდეგ ქართველმა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი იმსაჯა. ამავე წელს კი, გიორგი ყრუაშვილი ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა. ქართველი მსაჯი ფიფას მეორე კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა. ქართული ფეხბურთის ისტორიაში გიორგი ყრუაშვილი მეორე არბიტრია ლევან ფანიაშვილის შემდეგ, რომელმაც ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია.