სიახლეები

ევრო 2022-ის შესარჩევი ეტაპისთვის საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ფუტსალის ნაკრები
გაუზიარე

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ფუტსალის ევრო 2022-ის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ფუტსალის ნაკრები მეორე ჯგუფში საფრანგეთთან და რუსეთთან ერთად იასპარეზებს. აღნიშნულ ჯგუფს სომხეთისა და ბულგარეთის წყვილის გამარჯვებული დაემატება. შეხვედრები 2020 წლის 6 დეკემბრიდან 2021 წლის 14 აპრილამდე პერიოდში გაიმართება. მეტოქეები ერთმანეთს სახლი-გასვლის პრინციპით დაუპირისპირდებიან.

ნიდერლანდებში გასამართ 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას 16 გუნდი მიიღებს. 8 ჯგუფის გამარჯვებული და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალური ეტაპის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა ბოლო ორი მეორეადგილოსანის დამატებით პლეიოფში გაირკვევა. ფინალური ეტაპი ამსტერდამსა და გრონინგენში 2022 წლის 9 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით არის დაგეგმილი.

ცნობილია საქართველოს ფუტსალის ნაკრების ჯგუფური ეტაპის მატჩების სავარაუდო განრიგი:

2020 წელი: 6-9 დეკემბერი
2021 წელი: 25 იანვარი - 3 თებერვალი
2021 წელი: 1-10 მარტი
2021 წელი: 5-14 აპრილი