სიახლეები

ნიკე, მართვე და ლანჩხუთი - ქალთა ლიგის ლიდერები ნელ-ნელა იკვეთებიან

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

ქალთა ლიგის გათამაშების მეხუთე ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში ლიდერთა სამეული უცვლელია. თბილისის „ნიკე“ და ქუთაისის „მართვე“ ამ ეტაპზე ქულების მაქსიმალური რაოდენობით ლიდერობენ. მესამე ადგილზე კი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთია“ რომელიც ლიდერებს 2 ქულით ჩამორჩება.

ისევე, როგორც წინა ტურებში, ამჯერადაც გოლის გარეშე არ დაუტოვებია მოედანი ქუთაისის „მართვეს“ ამერიკელ ლეგიონერს, ლაურა ლებერს. ამჯერად, ლებერმა ჰეთ-თრიქი, ხობის „კოლხეთთან“ მატჩში შეასრულა. ქუთაისელებმა, ამ შეხვედრაში კიდევ სამი გოლი გაიტანეს და საბოლოოდ, გასვლაზე მასპინძლებს 6-2 სძლიეს.

ტურის პოკერი, გორელ ეთერ სულაშვილს ეკუთვნის. ახალგაზრდა ფეხბურთელმა, შეიძლება ითქვას, თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა, როდესაც კასპის ცენტრალურ სტადიონზე, სადაც „გორი იუნაიტედმა“ ამ ტურის საშინაო შეხვედრა გამართა, „ბათუმის“ კარში 4 გოლი გაიტანა. მიუხედავად ამისა, ბათუმელებმაც ბოლომდე იბრძოლეს და მეორე ტაიმი მშრალად მოიგეს, თუმცა, სართო გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. „გორი იუნაიტედმა“ მიმდინარე გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად, ანგარიშით 4-3.

როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული გამოდგა, ჩიბათში გამართული მატჩი, რომელშიც, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ლანჩხუთმა“ მშრალი ანგარიშით 3-0 „ნორჩი დინამო“ დაამარცხა. ამ შეხვედრაში, პრესტიჟის გოლის გატანა ნადეჟდა ნაკვეთაურს შეეძლო, თუმცა, თბილისელმა 81-ე წუთზე 11-მეტრიანი გააცუდა.

მიმდინარე გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა ხაშურის „ივერიამ“. ამ შეხვედრაში პირველი მე-9 წუთზე და უკანასკნელი 79-ზე გადამწყვეტი გოლები ელენე ენჯიბაძემ გაიტანა. თუმცა, მანამდე ხაშურელი ფეხბურთელი გოგონას ანგარიშზე კიდევ ერთი გოლია. ივერიელთა სამ გოლს კი, ამ შეხვედრაში, ქალთა ლიგის გათამაშების დებიუტანტმა სოხუმმა, მხოლოდ 2 გოლით უპასუხა და სახლში, დამარცხდა 2-3.

ერთნაირი ანგარიშით 3-0 „ზარზმამ“ და „სამეგრელო“ ჩემპიონატის დებიუტანტები დაამარცხეს და 3-3 ქულა ჩაიწერეს სატურნირო ცხრილში. ორივე გუნდი სახლში თამაშობდა. „ზარზმამ“ „მცხეთას“ სძლია, „სამეგრელომ“ კი, „თუშეთს“.

მეხუთე ტურის ბოლო მატჩი, კი თბილისში, ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე გაიმართა. გათამაშების დებიუტანტმა „კვარტალმა“, 2018 წლის ქვეყნის ჩემპიონს, „ნიკეს“ უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ ამ წელს, „ნიკე“ სრულიად განახლებული შემადგენლობით თამაშობს და მის რიგებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითადი ბირთვია თავმოყრილი. მიმდინარე სეზონში, ამ გუნდის სახელით ქვეყნის ჩემპიონატში, დებიუტი აქვს რამდენიმე ფეხბურთელს. მათ შორის თამარ ტატუაშვილსა და ტატა მატვეევას (რომელიც ამავდროულად მოთამაშე მწვრთნელია), რომლებმაც კვარტალთან მატჩში გოლებიც გაიტანეს. „ნიკემ“ ეს მატჩი, ანგარიშით 6-1 მოიგო.

ქალთა ლიგის გათამაშების მე-6 ტური, 12 სექტემბერს გაიმართება. თუმცა, მანამდე, 9 სექტემბერს, მე-3 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში ხობის „კოლხეთი“, „ნორჩ დინამოს“ უმასპინძლებს.

სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე

ზარზმა - მცხეთა 3-0 (1-0)

მ. იაძის სახელობის სტადიონი, 16:00

ზარზმა:  ეკა თაბაგარი,  თინათინ ბლუაშვილი, ნათია კურტანიძე, ნინო ზუმბაძე, ანა ბებნაძე, სალომე ლაგვილავა (68’), ნილა ბლუაშვილი, ანი კვახაჯელიძე, ანუკი ივანიძე (87’), მარიამ ოთინაძე, თამარ მოდებაძე

შეცვლა: 68’ სოფო დევნოსაძე, 87’მარიამ გრიგალაშვილი  

მთავარი მწვრთნელი: ნანა მაისურაძე

მცხეთა: თამარ გურგენიძე, ნანი ილურიძე, მარიამ ხიზანიშვილი, სალომე ბანცური, თეონა გიგინეიშვილი (73’), ხატია ლომოური (46’), ანი ალავერდაშვილი (68’), ელენე ახალკაცი (68’), ანა მიდელაშვილი (73’), მარიამ მერებაშვილი (81’), მარიამ ოზდემირი (81’)

შეცვლა: 46’ ნათია გოჩიაშვილი, 68’- სალომე ბარსეგიანი, ნუნუ შერაზადაშვილი, 73’- ანი ტაბრუკიშვილი, თამარ კანდელაკი,  81’- თათია ნადირაშვილი, მარიამ ბატიაშვილი  

მთავარი მწვრთნელი: გოგი მიქელაძე

გოლები: 7’ ივანიძე, 76’/82’ მ. ოთანაძე

მსაჯები: ლევან ვაშაკიძე, ერიკ მერაბიანი, ზურაბ ასკაროღლი

***

გორი იუნაიტედი - ბათუმი 4-3  (4-1)

კასპის ცენტრალური სტადიონი, 16:00

გორი იუნაიტედი:  სვეტლანა გაბელაია, იზოლდა ბეთლემიშვილი, მარიამ ბერაშვილი (77’), თამარ ბუდედაშვილი, მაია ნასყიდაშვილი, მარიამ კილასონიძე (82’), ეთერ სულაშვილი, ნინო ფერაძე, ნინო ჯანეზაშვილი, სალომე ხუბულური, თამარ ეპიტაშვილი

შეცვლა: 77’ თაკო წიქარიძე, 82’ რუსუდან მანაგაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მურადაშვილი

ბათუმი: ვერონიკა გაროჟანკინა, ლინდა ანთაძე, დარინა ანთაძე, ლიკა აბაშიძე, ანა ხავთასი (46’), თაკო დოლიძე თამრიკო ყურაშვილი, ლიზი დიასამიძე (65’), დარინა სელიმბა (72’), გვანცა დოლიძე, ნინი ბერიძე (87’)

შეცვლა: 46’ ნათია თავართქილაძე, 65’ მარიამ ართმელიძე, 72’ ანა გორელიძე,  87’ ანუკი ჯაფარიძე

მთავარი მწვრთნელი: ნიკო ბარამიძე

გოლები: 8’/10’/13’/ 43’ სულაშვილი, 34’ ყურაშვილი, 53’ თ. დოლიძე, 60’ გ. დოლიძე

გაფრთხილება: 10’ გაროჟანკინა, 37’ ჯანეზაშვილი, 42’ დოლიძე, 43’ ხავთასი, 88’ ნასყიდაშვილი

მსაჯები: ხათუნა მაისურაძე, ვიკა სახურია, მზევინარ შარაშანიძე

***

კოლხეთი ხობი - მართვე 2-6 (2-4)

ხობი, პ. თათარაშვილის სახელობის სტადიონი, 16:00

კოლხეთი: ანი ლომსაძე, მარიამ გაგუა (23’), თამარ სვანიძე, მანონი საღარაძე, ლანა ჯიქია (80’), ნატა კვირკვაია, სალომე თოდუა, ანა წულაია, თათია ჟიშქარიანი, მარიამ გოროზია, მარი ჯანჯარია

შეცვლა: 23’ლიკა ქობალავა,  80’ მაკრინე ლომაია

მთავარი მწვრთნელი: მანუჩარ ლატარია

მართვე: ვარდო ცაგურია, მარიამ ჟორჟოლიანი, ლაურა ლებერი, ნატა სამხარაძე (34’), მარიამ შონია, თეონა სტურუა (80’), ქეთევან ცაავა, თამთა შენგელია, ლანა გორგაძე, ანა სინატაშვილი, ლიზი კანდელაკიშვილი

შეცვლა: 34’ მარიამ ხარგელია, 80’ ანა ჯანელიძე

მთავარი მწვრთნელი: პაატა დოგრაშვილი

გოლები: 1’/30’/ 35’ - ლებერი,  4’ ჯანჯარია, 21’/79’ შენგელია, 39’ გოროზია, 53’ გორგაძე

გაფრთხილება: 87’ სინატაშვილი

მსაჯები: ირაკლი შენგელია, მურად გოგიშვილი, ნოდარ ლომთაძე

***

ლანჩხუთი - ნორჩი დინამო 3-0 (2-0)

ჩიბათის სტადიონი, 16:00

ლანჩხუთი: თათია გაბუნია, მარიამი კალანდაძე, ნინო გუჯაბიძე (46’), ნინო ჩხარტიშვილი, ია ალელიშვილი, მარიამი დანელია, სალომი დიმოპულუ (82’), თეონა თოდაძე, ირინა ხაბურზანია (75’), სალომე გასვიანი (89’), ხატია ჭყონია (82’)

შეცვლა: 46’ ნათელა წოწერია, 75’ მარიამი რომანჩუკი, 82’ – მარინე კახიძე, თამრიკო სალუქვაძე, 89’ ანა გობრონიძე,

მთავარი: მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე

ნორჩი დინამო: მარინე გასუმოვი, ნინო გურიელიძე (7’), ანა მოზაიძე, ანი მინაძე, სალომე ანთაძე (70’), ელენე კახნიაშვილი, მარიამ ჯანიკაშვილი, ნადეჟდა ნაკვეთაური, ნინო ჯგუშია (30’), ეკატერინე ხარაიშვილი, მარიამ მოდრეკელიძე (76’)

შეცვლა: 7’ჟუჟუნა ხმელიძე 30’ მარი ბეგიაშვილი 70’ ანა პავლიაშვილი, 76’ ლიკა მანუჩარიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ლავრენტი დავითაშვილი

გოლები: 22’ ჭყონია, 34’ გასვიანი, 73’ წოწერია

გაფრთხილება: 23’ ხარაიშვილი, 87’ წოწერია

მსაჯები: ვახტანგ ბასილია, გიორგი ქირია, თედო ჯგერენაია

***

დინამო სოხუმი - ივერია 2-3 (2-1)

თბილისი, ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრი, 16:00

დინამო : მარიამ როსტიაშვილი, თამარ ახობაძე, სოფო ოსიაშვილი, ლანა ქარდავა, ელენე ელოშვილი, მედეა მუმლაძე, ნინო ჩანგელია, ანა კულდონაშვილი, ელენე გაზდელიანი (65’), თამრიკო კვალიაშვილი, ლიზი გომელაური (65’)

შეცვლა: 65’ - ანა კოშაძე, ნინო ჭუჭულაშვილი

მთავარი მწვრთნელი:  დავით თაქთაქიშვილი

ივერია: თინიკო ელისაშვილი, მედეა ძამანაშვილი, ნინო ავეტისოვი, ნატო მაზიაშვილი,  ლალი გორგაძე (46’), მარი დოიჯაშვილი, ელენე ენჯიბაძე, ნინო ბუხრიკიძე, ირმა ლომიძე, მარიამ გულაშვილი, სალომე გამრეკელი

შეცვლა: 46’ მანანა ლომსაძე

მთავარი მწვრთნელი: თემურ კობერიძე

გოლები: 9’/ 55’/ 79’ ენჯიბაძე, 17’ კვალიაშვილი, 30’ მუმლაძე,

გაფრთხილება: 90+2’ კვალიაშვილი

მსაჯები: ილია იზორია, ქეთევან გაიპარაშვილი, სოფიკო რიჟამაძე

***

სამეგრელო - თუშეთი 3-0 (3-0)

ჩხოროწყუს ცენტრალური სტადიონი, 16:00

სამეგრელო:  ლიკა მარკოიძე, ანი ქებურია, ქეთევან ქოქოლაძე (66’), ელვინა მანჯგალაძე, ანა გაბედავა, ილონა შენგელია, მეგი ჯალაღონია, ნანა ბიგვავა, გვანცა ძოწენიძე, მეგი ქარდავა (46’), სოფო კვარაცხელია

შეცვლა: 46’ გვანცა ქუხილავა, 66’ ლიზი ცაავა

მთავარი მწვრთნელი: პროკოფი ჯალაღონია

თუშეთი: დიანა ბაქრაძე, ლიკა ცუხურკაიძე, ევა მანჯარაული, ანი პაატაშვილი, ევა მანჯარაული, სალომე იუკურიძე, სოფო თილიძე, სალომე არაბული, თამარ ყიზილაშვილი, სოფო აივაზაშვილი, ნონო ნათელაური, მარი პაპუნაშვილი

მთავარი მწვრთნელი: მერაბი ბულკაშვილი

გოლები: 13’ ბიგვავა, 22’ კვარაცხელია, 45’ გაბედავა

მსაჯები: ხვიჩა მესხი, ბექა ლეჟავა, ნოდარ ფურცხვანიძე

***

კვარტალი - ნიკე 1-6 (1-3)

თბილისი, ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრი, 21:00

კვარტალი: თეკლე გულორდავა, მეგი ეჯიბია, ანი ძაძუა, ანა ჯოჯუა, ნინო კუჭლამაზაშვილი, ნინო პასიკაშვილი (72’), ნათია დანელია, ქეთევან ქუმარიტაშვილი (9’), ნინო სუთიძე, ამალია ხანდაზიანი, ანასტასია ბოლქვაძე

შეცვლა: 9’ (60’) ანა კირვალიძე, 60’ ნანიკო ხვედელიძე 72’ მარი ფეროიანი

მთავარი მწვრთნელი: ლაშა მანწკავა

ნიკე: თამარ ნადირაშვილი, მარიამ მაღლაკელიძე, ანი აკობიძე, ტატიანა მატვეევა, ლელა ჭიჭინაძე (88’), მაიკო ბებია, თეონა ბაქრაძე, თამარ ტატუაშვილი, ნინო აბულაძე (90’), ანა პოღოსიანი, ნათია სხირტლაძე

შეცვლა: 88’ მაია ხუციშვილი, 90’ მარიამ მამნიაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ტატიანა მატვეევა

გოლი: 1’ ტატუაშვილი, 6’ ხანდაზიანი, 9’/54’ მაღლაკელიძე, 32’/84’ პოღოსიანი, 69’ მატვეევა

გაფრთხილება: 39’ აკობიძე, 63’ ჯოჯუა, 65’ ნადირაშვილი 67’ დანელია

გაძევება: 86’ ბოლქვაძე

მსაჯები: არსენ ნონიკაშვილი, თეიმურაზ მაღლაკელიძე, გრიგოლ ბლიაძე