სიახლეები

სფფ-ის 30-ე ყრილობა 13 სექტემბერს გაიმართება

სფფ
გაუზიარე

13 სექტემბერს, სასტუმრო „სტამბაში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 30-ე ყრილობა გაიმართება. 

ღონისძიება 10:00 საათზე დაიწყება.  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 30-ე ყრილობის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ფეხბურთის ფედერაციის YouTube გვერდზე იქნება შესაძლებელი.

მედიის საყურადღებოდ: Covid-19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლები 30-ე ყრილობას ვერ დაესწრებიან. ღონისძიების მიმდინარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას დაინტერესებულ პირებს სფფ-ის პრესსამსახური მიაწვდის.