სიახლეები

უეფას მორიგი ვიდეო კონფერენცია 16 სექტემბერს გაიმართება

სფფ
გაუზიარე

16 სექტემბერს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 55 წევრი ასოციაცია მიიღებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციდან კონფერენციას პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი, დავით მუჯირი დაესწრებიან. ​

​ვიდეო კონფერენციის ძირითადი თემა ფიფას 70-ე კონგრესია, რომელიც 18 სექტემბერს ონლაინ რეჟიმში პირველად გაიმართება. ამასთან ერთად ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო წევრ ასოციაციებთან ერთად იმსჯელებს თუ რა პროტოკოლი იმოქმედებს ბუდაპეშტში გასამართ უეფას სუპერთასის მატჩზე და ოქტომბერში დაგეგმილ სანაკრებო შეხვედრებზე. ამავე ვიდეო-კონფერენციაზე უეფა უკვე დასრულებულ საკლუბო ტურნირებს და სექტემბერში გამართულ სანაკრებო თამაშებს შეაჯამებს.