სიახლეები

ფიფას 70-ე საიუბილეო კონგრესი

სფფ
გაუზიარე

18 სექტემბერს, ფიფას საიუბილეო 70-ე კონგრესი გაიმართა. მსოფლიოში მიმდინარე კოვიდ 19-ის პანდემიის გამო ისტორიაში პირველად ღონისძიება ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ვიდეო კონფერენციას პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი ესწრებოდნენ.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს საიუბილეო კონგრესის ძირითადი თემა კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად ფეხბურთში მიმდინარე მოვლენები გახლდათ. ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს განცხადებით პანდემიამ ფეხბურთს საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა, თუმცა ორგანიზაციას საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ წარმოქმნილი პრობლემების დაძლევაში ყველა წევრ ასოციაციას დაეხმაროს.

​ფიფას 70-ე კონგრესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განსახილველი თემა ქალთა ფეხბურთი იყო. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ წევრ ასოციაციებთან ერთად ქალთა ფეხბურთის განვითარების ახალი პროგრამა მიმოიხილა, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია ამ მიმართულებით 4 წლის განმავლობაში 1 მილიარდ დოლარს დახარჯავს.

​კონგრესის ფარგლებში სხვადასხვა საკითხებთან ერთად ფიფამ წევრ ასოციაციებს 2019-2020 წლების ფინანსური ანგარიში და 2021 წლის ბიუჯეტის წარუდგინა.

​მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ფიფას 70-ე კონგრესზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მსგავსი ღონისძიებები შესაძლოა მომავალშიც ონლაინ რეჟიმში გაიმართოს.

​ფიფას 70-ე საიუბილეო კონგრესის ვიდეო ჩანაწერის ხილვა შეგძლიათ ბმულზე.