სიახლეები

აკრედიტაცია საქართველო - ბელარუსის მატჩზე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

8 ოქტომბერს, თბილისში დინამო არენაზე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება. საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება. აღნიშნულ შეხვედრაზე წინა თამაშების მსგავსად, მედიის წარმომადგენელთათვის უეფას მიერ შემუშავებული რეგულაციების შესაბამისი შეზღუდვები იმოქმედებს. საქართველო - ბელარუსის მატჩზე მედიის წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა დაიშვება.

უეფას განახლებული პროტოკოლის თანახმად, შენარჩუნდა დისტანციის დაცვის წესი როგორც მედია ტრიბუნაზე, ისე საპრესკონფერენციო დარბაზში. უეფას გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე გაუქმებულია ე.წ. შერეული ზონა (Mixed Zone), სადაც თამაშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებთან ინტერვიუების ჩაწერა ხდებოდა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეული მედია ორგანიზაციიდან მინიმალური რაოდენობის აკრედიტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, თქვენი სურვილი მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება. ოქტომბრის თვეში აღნიშნული შეზღუდვები უეფას წევრ ყველა ქვეყანაში ვრცელდება.

აკრედიტაციის მოთხოვნა საქართველო | ბელარუსის მატჩზე შესაძლებელია 5 ოქტომბრის ჩათვლით. მატჩის აკრედიტაციის მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა ისარგებლეთ შემდეგი ბმულით.

შენიშვნა: ფაილის ასატვირთ ველში, განათავსეთ თქვენი ორგანიზაციის ოფიციალური წერილი აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ.